geo eng rus
სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017. 08:53
HSBC-იმ შვეიცარია უცხოელების დასაქმებისთვის საუკეთესო ქვეყნად დაასახელა
2017-01-09 10:00:00
+
-

ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა უცხოელების დასაქმებისთვის საუკეთესო 10 ქვეყანა გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას 190 ქვეყნიდან 27 ათასი ადამიანი გამოიკითხა. კვლევის თანახმად, ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული გამოკითხულთა პასუხების მიხედვით დადგინდა - თუ სად უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის ფეხზე დაყენება.

 

უცხოელებისთვის  სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

 

1 - შვეიცარია, სადაც ემიგრანტის საშუალო ხელფასი 188.275 დოლარია;

 

2 - გერმანია, სადაც საშუალო ხელფასი 97.693 დოლარია;

 

3 - შვედეთი, ემიგრანტის საშუალო ხელფასი იქ 84.802 დოლარია;

 

4 - არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც ემიგრანტებს საშუალოდ 112.820 დოლარი აქვთ ხელფასი;

 

5 - ნორვეგია - ემიგრანტებს საშუალო ხელფასი 97.486 დოლარია;

 

6 - სინგაპური, ემიგრანტებს იქ საშუალოდ 138.641 დოლარი აქვთ ხელფასი;

 

7 - ავსტრია, ემიგრანტების საშუალოდ 85.288 დოლარიანი ხელფასით;

8 - ჰონგ-კონგი, სადაც საშუალო ხელფასი ემიგრანტებისთვის 169.756 დოლარია;

 

9 - გაერთიანებული სამეფო 83.227 დოლარიანი საშუალო ხელფასით;

 

10 - ბაჰრეინი, სადაც ემიგრანტთა საშუალო ხელფასი 98.622 დოლარია.