აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

ტრამპის თქმით, მას ზელენსკისთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა, რომლის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა „თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ“.

ტრამპის შეფასებით, „ძალიან სწორ გზაზე ვართ“.

“ახლა დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ის დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. საუბრის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ. ძალიან სწორ გზაზე ვართ, და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ უოლცს ვთხოვ, რომ განხილული თემების ზუსტი აღწერა წარადგინონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება,” - წერს ტრამპი.

www.interpressnews.ge