უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება დაიწყო მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით მხარეებს შორის კიდევ ერთი ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, - ინფორმაციას Reuters-ის სააგენტოს გენერალურ დირექტორზე რაფაელ გროსიზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი აკვირდება მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე სამუშაოები სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული ავარიების თავიდან აცილების მუდმივი ძალისხმევის ნაწილია.

www.interpressnews.ge