ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა შემოიღეს 18 წლამდე ასაკის ყველა მცხოვრებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ახლა დაახლოებით 120 ათასი ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ათიათასობით ადამიანი შეძლებს ავტობუსებით, ტრამვაით და სხვა ტრანსპორტით სარგებლობას მგზავრობის საფასურის გარეშე. საერთო ჯამში, დაახლოებით ქალაქის 300 ათასმა მცხოვრებმა მიიღო უფასო მგზავრობის უფლება.