ესპანეთმა მიიღო რეკორდული რაოდენობის – 21,8 მილიონი უცხოელი ტურისტი 2024 წლის ივნის-აგვისტოში, მიუხედავად პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა. ამას მოწმობს ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“

მხოლოდ აგვისტოში ესპანეთმა მიიღო 10,9 მილიონი ტურისტი, რაც 7,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო 2024 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ რეკორდულ 64,3 მილიონზე მეტს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ესპანეთი მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მსოფლიოში საფრანგეთის შემდეგ.

ტურისტების რაოდენობის ზრდა მოხდა ესპანელების აღშფოთების ფონზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში, კერძოდ, ბარსელონასა და მალაგაში, ასევე კანარისა და ბალეარის კუნძულებზე. ისინი უჩიოდნენ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას და საცხოვრებლის ქირაზე ფასების ზრდას იმის გამო, რომ უძრავი ქონების ბევრი ობიექტები ტურისტებზე მომგებიან ფასად ქირავდება. ამასთან დაკავშირებით, ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა მკაცრი ნაბიჯები მოკლევადიანი და სეზონური გაქირავების სექტორში.