კვირას, ადგილობრივი დროით 09:10 საათზე ყაზახეთის ტერიტორიაზე ალმათის მახლობლად 4,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. 

9.3 ენერგეტიკული კლასის მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე, ალმათიდან აღმოსავლეთით 55 კმ-ში იყო.

სეისმოლოგების ინფორმაციით, ქალაქში ბიძგები 2 ბალიანი ინტენსივობით (MSK-64 შკალით) იგრძნობოდა.