ყავა არაბიკას ფასმა ხუთშაბათს, ისტორიულ მაქსიმუმამდე მოიმატა რაც გამოწვეულია ძლიერი მოთხოვნით და ბრაზილიიდან დაბალი მიწოდებით.
არაბიკას ფიუჩერსები გაიზარდა 2.1%-ით და რეკორდული 348.90 დოლარი შეადგინა ფუნტზე.
როგორც დილერები აცხადებენ, რომ ბაზარი კვლავ ბრაზილიიდან მსოფლიოში უდიდესი მწარმოებლიდან მიწოდებაზეა აქცენტირებული, ხოლო ICE ბირჟაზე არაბიკას სერტიფიცირებული მარაგები ისევ დაბალი რჩება.
ყავა რობუსტას ფასი გაიზარდა 1,3 პროცენტით – 5,522 აშშ დოლარამდე ტონაზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 10 დეკემბრის შემდეგ.
ბაზრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს ძლიერი მოთხოვნა ევროპაში, განსაკუთრებით ბრაზილიურ ყავაზე.