19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებას ითხოვს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, რომ არანაირ პრეტექსტი არ ამართლებს აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მთიან ყარაბაღში.

კოლონამ ასევე თქვა, რომ შეტაკებები ათასობით სამოქალაქო პირს საფრთხეში აგდებს და თვეების განმავლობაში აზერბაიჯანის ბლოკადა სრულიად არალეგალური იყო.