ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილი 500 ათას იუანზე (69,4 ათასი დოლარი) ნაკლები ეღირება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა განაცხადა.

შედარებისთვის, ჩინეთში Tesla-ს Model S-ის ფასები იწყება 698,9 ათასი იუანიდან, Model 3-ის - 245,9 ათასი იუანიდან.

ხუთ ადგილიანი სედანის, სახელწოდებით SU7 (Speed ​​Ultra) გაყიდვები 28 მარტს დაიწყება. მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელი იქნება Xiaomi-ის 59 მაღაზიაში ჩინეთის 29 ქალაქში.

ელექტრომობილი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2021 წელს გამოცხადდა, 2023 წლის ბოლოს წარადგინეს. მას ბატარეის ერთი დამუხტვით 800 კმ-ის დაფარვა შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია.