Xiaomi-მ ბარსელონაში გამართულ გამოფენაზე თავისი პირველი ავტომობილი SU7 წარადგინა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Xiaomi SU7 ელექტრო სედანია სპორტული დიზაინით.

Xiaomi SU7 აგებულია Modena Xiaomi პლატფორმაზე. ზომები - 4997/1963/1455 მმ-ია, ბორბალი -3000 მმ-ია. ბატარეის სიმძლავრე 101 კვტ/სთ-ია, მაქსიმალური დიაპაზონი 800 კმ.

ავტომობილს აქვს 670 ცხენის ძალა, აჩქარება 2,78 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდეა, მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ია.

ელექტრომობილის ფასი არ გამოცხადებულა. ავტომობილის გაყიდვები 2024 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყება.