ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Xiaomi-ის გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე თვეში დაიწყებს თავისი პირველი ელექტრომობილის, SU7-ს წარმოებას. მანქანის ფასი სავარაუდოდ 28 მარტს გახდება ცნობილი.

კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში $10 მილიარდს(7,8 მილიარდი ფუნტი) ინვესტიციას განახორციელებს ავტომობილების ბიზნესში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, Xiaomi-ის აქციები ჰონგ კონგში 10%-ით გაიზარდა.

SU7-ს აწარმოებს BAIC Group (ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების მწარმოებელი). მას  წელიწადში 200 000-მდე ავტომობილის წარმოება შეუძლია.

ცნობისთვის, გასულ წელს Speed ​​Ultra 7-ს პრეზენტაციაზე, Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა განაცხადა, რომ კომპანია მიზნად ისახავს მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების ხუთეულში შესვლას.