მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საქონლით ვაჭრობის მოცულობა შეიძლება 80%-ით შემცირდეს ფართომასშტაბიანი ორმხრივი ტარიფების ფონზე.

"აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია ორმხრივი ვაჭრობის მკვეთრი შემცირების სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის საქონლით ვაჭრობა შესაძლოა 80%-ით შემცირდეს", - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ. მისი მიმართვა WTO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ–სა და ჩინეთზე ერთობლივად მოდის გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 3%.

„მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ორმხრივი ტარიფები... ექნება ფართო ზეგავლენა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზების სერიოზული გაუარესება“, - თქვა ვმო-ს ხელმძღვანელმა.

ვრცლად interfax - ზე