დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა თავის მარშრუტების ქსელს რამდენიმე ახალი რეისი დაამატა: გდანსკიდან ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და იტალიის ქალაქ კატანიაში, ასევე ვილნიუსიდან კრაკოვში.
2025 წლის 28 ოქტომბრიდან ესპანეთისა და იტალიის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ - სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით შესრულდება. ლიეტუვის დედაქალაქიდან პირველი რეისი 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. რეისები კვირაში ოთხჯერ - ორშაბათობით, ოთხშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით - შესრულდება.