ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტი, Warner Brothers Disocvery დევიდ ელისონის კინო-კომპანია Paramount Discovery-ს $108.4-მილიარდიან შეთავაზებაზე უარის თქმას გეგმავს და Netflix-ს დაუჭერს მხარს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Reuters-ის განმარტავს, არსებობს უარის თქმის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, მათ შორის კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხედვაა.

ინვესტორები მიიჩნევენ, რომ Paramount-ის ინტერესები კინოინდუსტრიის განვითარების მიზნებს მნიშვნელოვნად სცდება და პოლიტიკურ სახეს იღებს, რაც პერსპექტივაში სწორედ WBD-ს დააზიანებს.

გარდა ამისა, Netflix-ს აქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ აპირებს კინოსტუდიის შესაძლებლობების გამოყენებას.

ერთ-ერთი მიზეზი, Paramount-ის შემოთავაზების ფინანსური ნაწილია. მას შემდეგ, რაც ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Affinity Partners-მა პროცესიდან გასვლა გადაწყვიტა, ინვესტორებს გაუჩნდათ განცდა, რომ Paramount-ს დაპირებული $108.4 მილიარდის გადახდა არ შეეძლება.