აშშ-ის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიის, Walmart Inc.-ის დირექტორთა საბჭომ ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი ჯონ ფერნერი მთელი კომპანიის პრეზიდენტად და მთავარ აღმასრულებელ დირექტორად აირჩია, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ თანამდებობებზე 1 თებერვლიდან ფერნერი შეცვლის დაგ მაკმილონს, რომელია დარჩება დიქტორთა საბჭოში 2026 წლის ივნისამდე და კონსულტაციებს გაუწევს ახალ CEO–ს 2027 ფინანსური წლის ბოლომდე (მთავრდება 2027 წლის 31 იანვარს).
ფერნერი ასევე შეუერთდა დირექტორთა საბჭოს.