გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა ახალი ID.7 ელექტრო მოდელი წარმოადგინა, რომელსაც 700 კმ-მდე მანძილის გავლა შეუძლია. ID.7-ის 2023 წლის ევროპასა და ჩინეთში შემოდგომაზე გამოვა, ხოლო 2024 წლიდან - ჩრდილოეთ ამერიკაში, ნათქვამია Volkswagen-ის ვებსაიტზე.
ID.7 არის Volkswagen-ის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია სრულიად ახალი, მაღალეფექტური ძრავით, რომლის სიმძლავრე 210 კვტ-ია (286 ცხ.ძ.), ეს ყველაზე ძლიერი ელექტროძრავა იქნება ყველაზე მაღალი ბრუნვით Volkswagen ID-ში.
მოსალოდნელია, რომ 86 კვტ/სთ ბატარეა ID.7-ს საშუალებას მისცემს გაიაროს დაახლოებით 700 კმ (435 მილი) WLTP სტანდარტის მიხედვით, ხოლო პატარა 77 კვტ/სთ-იან ბატარეას 615 კმ-ის (382 მილი) გავლა შეუძლია.
ავტომობილის კომფორტს უზრუნველყოფს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ახალი კონდიციონერი, Climatronic-ის სავარძელი მასაჟის ფუნქციით და პანორამული ლუქით. სალონს აქვს 38-სანტიმეტრიანი (15 დიუმიანი) საინფორმაციო-გასართობი ეკრანი და გაძლიერებული რეალობის დისპლეი.
ახალი ელექტრომობილის ფასს კომპანიაში არ ასახელებენ. The Verge წერს, რომ მისი ფასი დაგეხმარებათ უპასუხოთ კითხვას, შეუძლია თუ არა ID.7-ს Tesla Model 3-ის ჩანაცვლება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია.