მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ არ შეცვლილა ლიდერები 2025 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში. ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში და „ლივერპულის“ ბომბარდირი მოჰამედ სალაჰი ისევ პირველ და მეორე ადგილებზე არიან. ამ დუეტს წამოეწია „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელმაც „კლასიკოში“ ჰეთთრიკი შეასრულა.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
1. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) | 57 (38×1.5) |
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) | 56 (28×2.0) |
3. კილიან მბაპე (რეალი) | 54 (27×2.0) |
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) | 50 (25×2.0) |
4. ჰარი კეინი (ბაიერნი) | 50 (25×2.0) |
6. მატეო რეტეგი (ატალანტა) | 48 (24×2.0) |
7. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) | 46 (23×2.0) |
8. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) | 42.5 (24×2) |
9. უსმან დემბელე (პსჟ) | 42 (21×2.0) |
9. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) | 42 (21×2.0) |
9. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) | 42 (21×2.0) |
12. სერუ გირასი (დორტმუნდი) | 40 (20×2.0) |
12. კრის ვუდი (ნოტინგემი) | 40 (20×2.0) |
14. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) | 38 (19×2.0) |
14. მეისონ გრინვუდი (მარსელი) | 38 (19×2.0) |
14. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) | 38 (19×2.0) |
17. ეფტიმიოს კულურისი (პოგონი) | 37.5 (25×1.5) |
18. ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი) | 36 (24×1.5) |
18. სემ სტეინი (ტვენტე) | 36 (24×1.5) |
18. რაფინია (ბარსელონა) | 36 (18×2.0) |
18. იოან ვისა (ბრენტფორდი) | 36 (18×2.0) |
18. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) | 36 (18×2.0) |
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.