Victoria's Secret-ის შოუ ბრუნდება. განახლებული ჩვენება, სახელწოდებით The Tour, 26 სექტემბერს გაიმართება. 

„უნიკალური შოუ უკონკურენტო ნახვის გამოცდილებას გვპირდება, რომელიც აღნიშნავს Victoria's Secret-ის მისიას - აამაღლოს და გააძლიეროს ქალები, გლობალური მასშტაბით“, - აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.

მანამდე კი შოუსთვის შესაბამისი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პირველი ფოტოები გამოქვეყნდა. როგორც ფოტოებით ირკვევა, შოუზე კვლავ ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებს ჟიზელ ბიუნდჰენს, ნაომი ქემბელს, ქენდისს და ადრიანა ლიმას. ასევე, გამოვლენ ჰეილი ბიბერი და სხვა მოდელები.

Victoria's Secret-ის ტურით შთაგონებული პროდუქტები მომხმარებლებს Victoriassecret.com-სა და Amazon.com-ზე შეეძლებათ შეიძინონ.

ცნობისთვის, ქალის თეთრეულის ამ ბრენდის ოდესღაც საკულტო მოდის ჩვენება, პირველად 1995 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ახალი კოლექციის ჩვენება ყოველწლიურად ეწყობოდა, თუმცა 2019 წლიდან ტოქსიკური სამუშაო გარემო პირობებისა და სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალების გამო ჩვენება 4 წლის განმავლობაში არ გამართულა.

newshub.ge