31 იანვარს აშშ-ს ელჩი, ლაურა დოგუ, კარაკასში ჩავიდა, შვიდი წლის განმავლობაში შეჩერებული ურთიერთობების შემდეგ ვენესუელაში ამერიკული დიპლომატიური მისიის განახლების მიზნით.
"მე და ჩემი გუნდი მზად ვართ სამუშაოდ." - განაცხადა დოგუმ ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს X-ის ანგარიშის მიერ გავრცელებულ პოსტში. ამავე ანგარიშმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც მაიკეტიის აეროპორტში აშშ-ს ელჩის ჩასვლის კადრები ჩანს.
თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა ტელეგრამზე დაწერა, რომ აშშ-ს ელჩის ჩასვლა საერთო გეგმის ნაწილია, რათა "არსებული განსხვავებები დიპლომატიური დიალოგის მეშვეობით მოგვარდეს, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართ₾ის საფუძველზე."
ნიკოლას მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წლის თებერვალში გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს, რომელიც აცხადებდა, რომ იანვრის არჩევნების შედეგად იგი ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გახდა.
ვრცლად: tabula.ge