17 ივნისიდან ვილნიუსის აეროპორტის განრიგში ახალი მიმართულება - ტაშკენტი გამოჩნდება. ფრენების განხორციელებას Uzbekistan Airways–ი გეგმავს.
წინასწარი ინფორმაციით, რეისები ყოველ კვირას, სამშაბათობით შესრულდება: გამგზავრება ვილნიუსიდან 20:00 საათზე, დაბრუნება 18:30 საათზე.
Lietuvos oro uostai–ს წარმომადგენელმა ტადას ვასილიაუსკასმა განმარტა, რომ ლიეტუვის აეროპორტებმა მართლაც მიიღეს მოთხოვნა გადამზიდავისგან და წინასწარი ფრენების განრიგი, თუმცა საბოლოო დადასტურება ჯერ არ მიუღიათ.