UniCredit SpA-მ შეიძინა ფინანსური ინსტრუმენტები, რაც მას საშუალებას აძლევს მოიპოვოს Commerzbank AG-ის დამატებითი 11.5%-იანი წილი. იტალიური ბანკი უკვე ფლობს 9%-ს Commerzbank-ში. მანამდე მან მარეგულირებლებს ნებართვა სთხოვა, გაეზარდა თავისი წილი გერმანულ ბანკში 10%-ზე მეტზე (29,9%-მდე).

შეძენილი ფინანსური ინსტრუმენტების ფიზიკური ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ, ნათქვამია UniCredit-ის პრესრელიზში. ამ შემთხვევაში UniCredit-ი Commerzbank-ის აქციების 21%-bს მფლობელი იქნება.

„UniCredit-ის ეკონომიკური რისკის ძირითადი ნაწილი ჰეჯირებულია, რაც უზრუნველყოფს მას სრულ მოქნილობას და შესაძლებლობას შეინარჩუნოს ეს წილი, გაყიდოს მინიმალური ზარალით ან გააგრძელოს მისი გაზრდა, ნათქვამია იტალიური ბანკის განცხადებაში – ეს დამოკიდებული იქნება Commerzbank–თან მოლაპარაკებების შედეგზე, ბანკის მენეჯმენტთან და სამეთვალყურეო საბჭოებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრთან“.

interfax