25 სექტემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს.

ორპარტიული სასანქციო კანონპროექტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბრის მოსმენის დღის წესრიგშია.

„ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, სენატში 23 მაისს წარადგინეს. ის მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე.

bm.ge