HSBC Holdings გერმანიაში, მდიდარი კლიენტების პერსონალური საბანკო მომსახურების ბიზნესს  ფრანგულ BNP Paribas-ზე ყიდის. გარიგება ექვემდებარება მარეგულირებელ დამტკიცებას – ნათქვამია HSBC-ის განყოფილების, HSBC Continental Europe–ის პრესრელიზში.

გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ HSBC მიიღებს მოგებას აქტივების გაყიდვით. მხარეები ტრანზაქციის დასრულებას 2025 წლის მეორე ნახევარში ელიან.

interfax