უნგრეთისა და ჩეხეთის ეროვნული ვალუტები 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ვალუტებს შორის აღმოჩნდნენ, – წერს Bloomberg.
ამას ხელი შეუწყო ქვეყნების მკაცრმა მონეტარული პოლიტიკამ და ინვესტორების სურვილმა, დივერსიფიცირება მოახდინონ თავიანთი ვალუტის პორტფელების მიმართ აშშ დოლარის შესუსტებასთან დაკავშირებით.
ფორინტის კურსი წელს დოლართან მიმართებით, 20%-ზე მეტით გამყარდა, ჩეხური კრონი კი 18%-ით გაიზარდა - ეს უფრო მეტია, ვიდრე Bloomberg-ის მიერ თვალყურადევნებული 31 ძირითადი ვალუტიდან რომელიმე სხვაში, რუბლის გარდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავისუფლად არ ივაჭრებოდა.