კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეთა 74% რუსეთის მიერ შეთავაზებულ ომის დასრულების გეგმას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს, ხოლო მხოლოდ 17% მზად არის დაეთანხმოს.
სოციოლოგების განმარტებით, რუსეთის გეგმა მოიცავს ისეთ პირობებს, როგორიცაა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების შეზღუდვა და ბუნდოვანი უსაფრთხოების გარანტიები, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელთა 69% მზად არის მხარი დაუჭიროს ევროპისა და უკრაინის ერთობლივ გეგმას, მაშინ, როცა მხოლოდ 16% კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
კვლევა 2025 წლის 26 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე ჩატარდა და მასში 1001 რესპონდენტი მონაწილეობდა.