დაბრუნება კიევში - აგრესიის დაწყებიდან 1300 დღე გავიდა, უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით“, - აცხადებს მეცოლა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.

ipn.ge