უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამტკიცებს, რომ  უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს. როგორც მან ფორუმზე " „უკრაინა 2025 წელი“ ისაუბრა.

„რაც შეეხება "სტარლინკს", უკვე ვმუშაობთ ამაზე, არის ალტერნატივები. ჩვენ ამას არ ვამხელთ, მაგრამ მალე ციფრული განვითარების სამინისტროსთან, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსთან და ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროდან და შეიარაღებული ძალებიდან გამოვაცხადებთ, როგორ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. მაგრამ გამოსავალი უკვე არსებობს“, - თქვა უმეროვმა.

შეგახსენებთ, „როიტერის“ ინფორმაციით, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა

„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

ცნობისთვის, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.

პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.