რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.
მისი თქმით, ”უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ”.
,,პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ხელისუფლებაში რუსოფობები არიან. უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც სუნიანი ვირთხები,”- წერს მედვედევი ტვიტერზე.