უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა 31 იანვარს გამოაცხადა, რომ 2025 წელს ნიდერლანდები უკრაინას დამატებით F-16 ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიაწოდებს.

უკრაინამ ნიდერლანდებისა და დანიისგან დაპირებული F-16-ები უკვე მიიღო და რუსული სარაკეტო იერიშების დროს საბრძოლო მოქმედებებში ჩართო. პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.

Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ჰააგაში, უმეროვის ნიდერლანდელ კოლეგასთან, რუბენ ბრეკელმანსთან  შეხვედრის მთავარი თემა F-16-ების პროგრამა იყო.

ამასთანავე, უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.

"ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სრულფასოვანი საავიაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მხრივ". - თქვა მან.

უმეროვი ასევე ნიდერლანდების თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას რაკეტები, დრონები და რადარები დაათვალიერებინეს. ბრეკელმანსთან ერთად მან დრონების ტექნოლოგიის მხრივ უკრაინის შესაძლებლობების განვითარება და უკრაინისთვის გამოყოფილი $415-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი განიხილეს.

შეხვედრაზე მათ უკრაინისთვის შორ რადიუსზე სარაკეტო იერიშების მიტანის მხრივ შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.

წყარო: ტაბულა