The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული გადასცეს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინელი ოფიციალური პირის ანონიმური განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია "ერთობლივ შეთანხმებებზე ხელმოსაწერად" მზად არის. მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ს სტრატეგიული ინტერესის არსებობა ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს. უკრაინას აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს.