თურქული ექსპორტიორის TEO Export-ის სპეციალისტის მერვე აკიოლის თქმით, თურქული ვაშლის ექსპორტისთვის ეს სეზონი ძალიან პოზიტიურია, ძალიან მაღალ დონეზე იყო გაყიდვები, იუწყება FreshPlaza.

„თურქული ვაშლის სეზონი წელს ძალიან კარგია. ჩვენი გაყიდვები ძალიან მაღალი დონის იყო, ერთ მომენტში ყველა შეკვეთის შესრულებაც კი ვერ მოვახერხეთ. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში სეზონი ჩვენთვის წარმატებულია. ამას ადასტურებს ჩვენი გაყიდვების მატება ინდოეთში ბრენდის გაზრდილი ცნობადობის გამო ჩვენი გაყიდვები ევროპის ბაზრებზეც საკმაოდ სტაბილურია. ამდენად, ჩვენ ძალიან დიდი მოცულობის პროდუქცია გავიტანეთ ინდოეთის ბაზარზე. გარდა ამისა, ჩვენ გავხსენით ახალი ბაზრები როგორც ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, – შეაჯამა მერვე აკიოლმა სეზონი.

ლოჯისტიკის შეფერხებებმა სეზონი ჩვეულებრივზე უფრო გაართულა. კომპანიას მოუწია გადაზიდვის ხარჯების ზრდა. თუმცა, TEO Export-მა შეძლო ამ სირთულეების დაძლევა მომხმარებლებთან კარგად ჩამოყალიბებული კომუნიკაციის წყალობით. მიუხედავად ლოჯისტიკური პრობლემებისა, კომპანიის პროდუქციამ ამ სეზონზე წარმატებით გაუწია კონკურენცია ირანულ პროდუქციას.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი მთავრდება, TEO Export-ს ჯერ კიდევ აქვს გასაყიდი ვაშლი.

„ვაშლის მიმდინარე სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ახალი სეზონისთვის. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ვაშლის ხეების მოვლას, რათა ვაშლის ბაღებში უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მოვიყვანოთ. ყოველწლიურად ვცდილობთ მივაღწიოთ უფრო მეტს, ვიდრე გასულ წელს“, – ამბობს სპეციალისტი.

agrokavkaz.ge