არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ნუ­ლი ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს — 1200 წლის წი­ნან­დე­ლი და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი პური, რო­მელ­ზეც იესო ქრის­ტეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და­ტა­ნი­ლი.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სამ­ხრეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი თურ­ქე­თის ქა­ლაქ გა­რა­მა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფის­მა გა­მო­ა­ცხა­და.

ხუთი და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი პუ­რის ნი­მუ­ში ტოპ­რაქთე­ფეს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტზე — ძვე­ლი ქა­ლაქ ეი­რე­ნო­პო­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს.

ეი­რე­ნო­პო­ლი­სი, რო­მე­ლიც ისავ­რი­ის ის­ტო­რი­ულ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ბი­ზან­ტი­უ­რი ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც ბერ­ძნუ­ლი ენა დო­მი­ნი­რებ­და.

ფო­ტო­ებ­ზე ნათ­ლად ჩანს გა­შა­ვე­ბუ­ლი პური, რო­მელ­ზეც იე­სოს სუს­ტად გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რით “კურ­თხე­უ­ლი იე­სოს მად­ლით“

რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ ასა­ხავს ქრის­ტეს იმ სა­ხით, რო­გორც ეს ბი­ზან­ტი­უ­რი და აღ­მო­სავ­ლურ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ხატ­წე­რა­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი (ქრის­ტე ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლი (Christ Pantocrator), ქრის­ტე ზე­ა­წე­უ­ლი მარ­ჯვე­ნით)

მის ნაც­ვლად, იესო წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც მთეს­ვე­ლი ან მი­წათ­მოქ­მე­დი — რაც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, “ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და შრო­მის სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ასა­ხავს იმ ეპო­ქის რე­ლი­გი­ურ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ში“

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პუ­რებ­ზე სხვა სიმ­ბო­ლო­ე­ბიც იპო­ვეს, მათ შო­რის ერ­თზე მალ­ტის ჯვა­რი მო­ჩანს.

ნა­პოვ­ნი პუ­რე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ სა­ო­ცარ ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის აღ­მო­ჩე­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში ანა­ტო­ლი­ი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში გა­კეთ­და.

წყა­რო: www.ambebi.ge