თურქეთის საზღვაო ექსპორტის მოცულობამ 2023 წლის იანვარ-აგვისტოში დაახლოებით $93 მლრდ შეადგინა. ამას თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) მონაცემები მოწმობს. 

თურქეთის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში $164,7 მლრდ შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში თურქეთში ექსპორტის ძირითადი ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდა. საზღვაო ტრანსპორტით ექსპორტის მოცულობამ $92,9 მლრდ შეადგინა. 

მას მოსდევს სახმელეთო ტრანსპორტი - $54,6 მლრდ-ით, საჰაერო - $14,7 მლრდ-ით და რკინიგზა - $1,4 მლრდ-ით. თურქეთის ექსპორტმა, რომელიც იმავე პერიოდში განხორციელდა სხვა საშუალებებით, 1 მილიარდ 32 მილიონ 864 ათასი დოლარი შეადგინა.