შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან ჩაის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და $17,2 მლნ შეადგინა.

თურქეთმა პირველი შვიდი თვის განმავლობაში ჩაი ექსპორტზე 109 ქვეყანაში და თავისუფალ ზონაში გაიტანა.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან ჯამში 3576 ტონა ჩაის ექსპორტი განხორციელდა.

2022 წლის იანვარ-ივლისში თურქული ჩაის ექსპორტმა $13,2 მლნ-ს მიაღწია.

საანგარიშო პერიოდში თურქული ჩაის ტოპ 3 იმპორტიორი იყო ბელგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი. ბელგიაში ექსპორტმა $6,9 მლნ-ს, აშშ-ში -$2,2 მლნ-ს, დიდ ბრიტანეთში კი - $1,9 მლნ-ს მიაღწია.