2022-23 წლების საექსპორტო სეზონზე თურქეთიდან ჩირის ექსპორტის მოცულობამ $1,103 მლრდ-ს მიაღწია. ამ მონაცემით თურქეთი ჩირის ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.
ჩირის ექსპორტის მოცულობა გასულ სეზონთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.
აშშ თურქეთიდან გარგარის ჩირის მთავარი იმპორტიორია, სადაც ჩირის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და $72 მლნ შეადგინა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი $40 მლნ-ით, მესამეზე - გერმანია $33 მლნ-ით.
თურქული ქიშმიშის იმპორტიორებს შორის 2022-23 წლის სეზონზე დიდი ბრიტანეთი გახდა, სადაც თურქეთიდან ქიშმიშის ექსპორტმა $104 მლნ-ს მიაღწია. შემდეგია გერმანია $55 მლნ-ით და ნიდერლანდები $50 მლნ-ით.
თურქული ლეღვის ჩირის მთავარი იმპორტიორი აშშ გახდა - $38 მლნ-ით.