2023 წლის მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, თურქეთმა ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და G20-ის ქვეყნებს შორის წამყვანი პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ Anadolu, OECD-ისა და თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება.

თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის მესამე კვარტალში 5,93%-ით გაიზარდა. OECD-სა და G20-ის ქვეყნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

OECD-ში თურქეთს მოსდევს კოსტა რიკა 5,9%-იანი ზრდის ტემპით. შემდეგი არის ისრაელი - 3,4%, მექსიკა - 3,2% და შეერთებული შტატები - 2,9%-იანი ზრდით.

OECD-ის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 1,7% იყო. ამასთან, ნორვეგიის ეკონომიკა 1,5%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მას მოსდევს შვედეთი 1,3%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

თურქეთმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა G20-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ტემპებით. შემდეგ მოდის ინდონეზია და ჩინეთი - 4,9%-იანი ზრდით, ასევე მექსიკა - 3,2%-ით. ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ პერიოდში 0,1% იყო.