თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2023 წლის მესამე კვარტალში 5.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜİK) იტყობინება.

დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრამდე ქვეყნის მშპ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.8%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 7.68 ტრილიონი თურქული ლირა (295.8 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების იმპორტი მესამე კვარტალში წინა წელთან შედარებით 14.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი კი 1.1 პროცენტით.

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 3.9 %-ით გაიზარდა.

მესამე კვარტალის მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინზე მაღალი აღმოჩნდა, რომლებიც ივლის-სექტემბერში საშუალოდ 5.6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.

ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, აღსანიშნავია ის, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონეა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე გაზარდა ძირითადი განაკვეთი ქვეყანაში 30%-დან 35%-მდე 2023 წლის შემოდგომაზე. წლიური ინფლაციის პროგნოზი ასევე გაიზარდა  წინა 22.3%-დან 58%-მდე. როგორ გაუმკლავდება თურქეთის მარეგულირებელი ამ ფინანსურ კოლაფსს, ჯერჯერობით უცნობია.