თურქეთის ექსპორტი ოქტომბერში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 7,4%-ით, $22,9 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც ოქტომბრის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა. 

რას შეეხება იმპორტს, მინისტრის თქმით, გასულ წელთან შედარებით ოქტომბერში იმპორტი 1,3%-ით გაიზარდა და ოქტომბერში $29,6 მლრდ-ს მიაღწია.

ექსპორტით იმპორტის დაფარვის კოეფიციენტმა გასულ თვეში 4,4%-ით მოიმატა და 77,3%-ს მიაღწია.

იანვარ-ოქტომბერში თურქეთის ექსპორტმა $210,1 მლრდ, ხოლო იმპორტმა $304 მლრდ შეადგინა.

ჯამში, მიმდინარე წელს თურქეთის ექსპორტის მოცულობამ უკვე $254,8 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ბოლოს რეგისტრირებულ მაჩვენებელს $254,2 მლრდ-ს 0,7%-ით აღემატება.