სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა ასოციაციის (GAİB) მონაცემებით, თურქეთმა 2022 წელს პომიდვრის ექსპორტი 54 ქვეყანაში განახორციელა $377 418 000-ის შემოსავალი მიიღო. 

მიმდინარე წლის 9 თვეში კი პომიდვრის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა $381 354 000 შეადგინა

ამ პერიოდში 423 321 ტონა პომიდორი ექსპორტირებულია 51 ქვეყანაში, მათ შორის ბულგარეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, სეიშელის კუნძულებზე, დანიაში, ესპანეთში, აზერბაიჯანში, კატარში, ყაზახეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში.

რუმინეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, სადაც თურქეთმა ყველაზე მეტი პომიდორი გაატარა. წლის 9 თვის განმავლობაში თურქეთმა რუმინეთს პომიდორი $66 443 000-ის ოდენობით მიჰყიდა. რუმინეთს მოჰყვა უკრაინა $52 19 000-ით, პოლონეთი $38 959 000-ით, გერმანია $35 933 000-ით და რუსეთი $29 806 000-ით.