Turkish Airlines-მა (THY) მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 24,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 5,4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

THY-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და თვითმფრინავების წარმოებაში არსებული შეფერხებებისა, კომპანიამ განაგრძო მუდმივი ზრდა მისი სისწრაფისა და ფრენების ფართო ქსელის წყალობით და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მგზავრების რაოდენობა 24,5 მილიონამდე  გაზარდა.

ივლის-სექტემბერში, მიუხედავად გასული წლის იმავე პერიოდის მაღალი საბაზისო ეფექტისაTHY-ის მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 4.9%-ით და 6.6 მილიარდ აშშ დოლარს  მიაღწია. მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულმა  შემოსავალმა, რომელიც მთლიანი შემოსავლის 84 პროცენტს შეადგენს, 5,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ტვირთების გადაზიდვიდან შემოსავალი გაიზარდა 47 პროცენტით და 911 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

avianews.ge