„როსნეფტის“ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენამ, რომელმაც უკრაინის დარტყმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რუსეთს შესაძლოა 5 მილიარდ დოლარამდე დაუჯდეს, განუცხადა კიევის ეკონომიკის სკოლის ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევების ცენტრის დირექტორმა ბორის დოდონოვმა Washington Post-ს.

ტუაფსე სამხრეთ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი და საწვავის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების სერია გავლენას ახდენს საწვავის ლოჯისტიკასა და აგრესორი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერაზე.

დოდონოვმა აღნიშნა, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, თავდასხმებისგან იმდენად მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, რომ რუსეთი შესაძლოა იძულებული გახდეს ქარხანა სრულად აღადგინოს.

ობიექტზე თავდასხმა სულ მცირე ოთხჯერ განხორციელდა: 16 აპრილს, 20 აპრილს, 28 აპრილს და 1 მაისს.