აშშ-ის პოზიციის გამო ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის აღდგენა მოუწევს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ევროპაში რუსეთს უსაფრთხოების წინაშე არსებულ ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამენ, მაშინ როცა აშშ-ში ეს აუცილებლად ასე არ აღიქმება“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, „გარკვეულ მომენტში ევროპას რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა მოუწევს“.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა ევროპის ინტერესებს აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის ან უკრაინის მიმართ. თუ პასუხია - არა, მაშინ იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც ევროპელ ლიდერს პრეზიდენტ პუტინთან კოორდინირებული ურთიერთობა მოუწევს. ეს დისკუსია ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარეობს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ipn.ge