აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური იყო და შესაძლოა დიპლომატიისკენ მიმავალი გზა შექმნას.
„ცხადია, ახლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ერთი დღის წინ იყო, რადგან მათ საშინლად ურტყამენ“, - განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში, კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, შაბათის დარტყმები „დიდი დღეა ამ ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის“.
ამასთან, ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, აღიქვამს თუ არა ის აშშ-ის საბრძოლო ოპერაციებს ირანთან ომად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.