შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას უკრაინელები სიფრთხილით შეხვდნენ. სკეპტიციზმი არ დაუმალავთ. მიზეზი ისტორიული წარსულია, რომელიც მოსკოვის დაპირებებს მათ თვალში არასანდოდ წარმოაჩენს.

„მგონი დროს ვკარგავთ. ვფიქრობ, დროის მოგებას ცდილობენ. თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მშვიდობით არიან დაინტერესებული, რადგან კუთხეში არიან მიმწყვდეული, რეალურად გადაჯგუფებისთვის დრო სჭირდებათ”.

„მე ვფიქრობ, რომ პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარადაა”.

“მშვიდობა ყველას გვსურს, თუმცა რუსების ნდობა არ შეიძლება. ვფიქრობ, მეტი მოლაპარაკებები გაგრძელდება და არაფერს კარგს ის არ მოიტანს”, – ამბობენ კიევში.

მიუხედავად ამ განწყობებისა, ფაქტია, რომ უკრაინამ და რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ განაცხადეს. ამერიკის შუამავლობით მიღწეული გარიგების ზოგადი მიზანი უსაფრთხო ნავიგაცია და კომერციული გემების მშვიდი მიმოსვლაა.

უფრო დეტალურად კი მოსკოვის თანხმობის მიღმა ფინანსური ინტერესი დგას – აღადგინოს ე.წ. „მარცვლეულის შეთანხმება” და გლობალურ ბაზრებზე წვდომა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. ამის პირობა ვაშინგტონმა მას უკვე მისცა. კრემლი კმაყოფილია, თუმცა შეთანხმების ძალაში შესვლისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

„შეთანხმების გააქტიურდება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ფაქტობრივად, ეს არის იგივე პირობები, რომლებსაც „შავი ზღვის ინიციატივა” და ბატონი გუტერეშის გარანტიები ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, მან გარკვეული პერიოდი იმუშავა და ყველა პირობა სრულდებოდა, გარდა იმ პირობებისა, რომლებიც რუსეთს ეხებოდა. ამჯერად სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკელებთან. კონტაქტები ინტენსიურია. სწორედ მათი დამსახურებით, საკმაოდ სწრაფად მოხდა რუსეთისა და უკრაინის ენერგოობიექტების სიის შედგენა, რომელზეც მორატორიუმი გავრცელდება. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ დიალოგის კონსტრუქციულობით, პრაგმატულობითა და  შედეგიანობით“, – აღნიშნავს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

განიხილება, რომ მოსკოვს მოეხსნას საბანკო სანქციების მოხსნა სურს, მათ შორის დაინტერესებულია SWIFT-ის საგადასახადო სისტემაზე წვდომითაც. ეს კი კიევისთვის რუსეთის სიცრუის მორიგი დასტურია.

კერძოდ, სამი წლის განმავლობაში არაერთხელ  გამეორებული ნარატივის, რომ სანქციები კრემლისთვის არაფერია. თავად კიევს ვაშინგტონმა პირობა მისცა,რომ პატიმრების გაცვლაში,სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში ძალისხმევას არ დაიშურებს.

„გვაქვს დიდი პროგრესი, გვაქვსდისკუსია რუსეთთან და უკრაინასთან, რომელიც კარგად მიდის. ამასთან არსებობს დიდი მტრობა, მედიაციის პროცესში  ვაკვირდებით იმას, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება. ვფიქრობ ეს დამთავრდება”,- აღნიშნა ჟურნალისტების კითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა.

დონად ტრამპმა ტრამპმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა რუსეთი მართლაც აჭიანურებდეს დროს, თუმცა ღრმადაა დარწმუნებული,რომ ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი მაინც მშვიდობაა.ამგვარ ოპტიმიზმში მას არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის ინიცირებულ პროცესს ბოლომდე მიყვება და აღნიშნავს, რომ იგი სწორი მიმართულებით მიდის. სწორედ ამ პროცესების ფარგლებში დაწესდა მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაზე.

შავი ზღვის ნაწილში კი კიევი ელის, რომ მოსკოვი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს არ გაცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმებას დაარღვევს და პასუხსაც მიიღებს. ამ ყველაფერზე პრეზიდენტი ზელენსკი მალე ევროპელ მოკავშირეებსაც დაელაპარაკება.  რამდენიმე საათში მის სამასპინძლოდ ემანუელ მაკრონი ემზადება. შეხვედრას “მსურველთა კოალიციის” სამიტი მოჰყვება.

„ჩვენ უკრაინაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა შეთანხმებამ იმუშაოს და თავდასხმები არ იყოს, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ და გააცნობიერონ, რომ თუ დაგვარტყამენ, ძლიერ პასუხს მიიღებენ. ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. თუ ეს შეთანხმებაც არ იმუშავებს, თუ რუსები არ შეასრულებენ დღევანდელი შეთანხმების პირობებს და შეეცდებიან ზეწოლას აშშ-ზე, ევროპასა და უკრაინაზე, ვფიქრობ, პასუხი ერთი უნდა იყოს: აუცილებლად ახალი სანქციები და მეტი ზეწოლა მოსკოვზე“- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ხანგრძლივი მოლაპარაკებებს მცირე შედეგები უკვე აქვს, თუმცა მთავარი საკითხი ჯერ ისევ არ განხილულა. თუ ომი სრულდება, როგორი ტერიტორიული კონფიგურაციით და თუ ის გრძელდება, როდემდე და ვისი დახმარებით. ვაშინგტონი  ამჟამად მიღწევებზე ორიენტირებას ამჯობინებს.

წყარო: euronews georgia