წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

იუკნევიჩიენეს თქმით, დილა კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით დაიწყო.

რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილებაზე, რომ ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა მიწვეული არ ყოფილა.

„წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი. იღვიძებ ამ დილით კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, განსაკუთრებით რესპუბლიკელებო, ამ ქვეყანაში ხმის უფლება კიდევ გაგაჩნიათ?“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ეს ომი“.

1tv.ge