უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ აცხადებს, რომ ტრამპს პუტინთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და სამშვიდობო გეგმის 20-ვე პუნქტი, პუნქტობრივად განიხილეს.
ზელენსკის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, გაუმხილა თუ არა ტრამპმა მას პუტინთან საუბრის დეტალები, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
ამასთან, ზელენსკის განმარტებით, პუტინი და ტრამპი განიხილავენ აღნიშნულ სამშვიდობო გეგმას და არა სხვა რაიმე დოკუმენტს.
„მან თქვა ის, რისი გაკეთებისთვისაც პუტინი მზად არის. ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი რაღაცას ამბობს და სხვას აკეთებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სიტყვები მის ქმედებებს შეესაბამებოდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.