ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების” პროგრამა შეაჩერა.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დადგენას, რომელიც შტატებში წლების წინ სწორედ „მწვანე ბარათის“ მოპოვების შედეგად მოხვდა.
ცნობისთვის, „მწვანე ბარათის“ ლატარია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, შტატებში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს.