აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტარიფების გამო მილიარდერებმა საერთო ჯამში 1 დღეში 208 მილიარდი დოლარი დაკარგეს, იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, ყველა დანაკარგი ხუთშაბათს, 3 აპრილს მოხდა. საუბარია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივ სიმდიდრეზე.
ვარდნა არის მეოთხე უდიდესი ერთდღიანი კლება Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის 13-წლიან ისტორიაში და ყველაზე დიდი COVID-19 პანდემიის შემდეგ.
აშშ-ში მილიარდერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, განსაკუთრებით მარკ ცუკერბერგი და ჯეფ ბეზოსი.