FT-ის ინფორმაციით, ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდმა უკვე აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ ტრამპის მოთხოვნაა, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. 

მართალია, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ დარჩება ალიანსში მხოლოდ მაშინ, თუ მას სამართლიანად მოექცევიან. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს.

„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები ნატო-ში“, – განაცხადა ტრამპმა.