ბიტკოინის ფასი 109 000 დოლარამდე გაიზარდა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე.

კრიპტო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა აშშ-ის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა განაპირობა. ბიტკოინის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ტრამპის პრო-ბიტკოინ პოლიტიკოსად პოზიციონირება და მის მიერ, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი გახდა.

გარდა ამისა, კრიპტოანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზად ოქროს ფასის მატებასა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირებასაც ასახელებენ.